„დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ... თუმცა მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს“, განაცხადა „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ოლქში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს როგორც მთაწმინდზე, ისე სხვა ოლქებშიც. აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების" კანდიდატები დღეს დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. დღევანდელი არჩევნებით, ისევე როგორც ბოლო წლებში ქართველი ხალხის სწორი არჩევანით, ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ.... მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა ჩვენი კანდიდატების უპირატესობა იქაც დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ „ქართული ოცნების" კანდიდატებმა", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.