ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს“, განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება და ყველა უწყება მომართულია იმისათვის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნების თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა, ყველა საარჩევნო ოლქსა და ყველა საარჩევნო უბანზე.
„ცალკეულ ადგილებზე შეინიშნება დაძაბულობის ნიშნები, ძირითადად საარჩევნო უბნების გარეთ, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ნებისმიერ კანონდარღვევას მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.
მინდა მოგმართოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და თითოეულ თქვენთაგანს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებ.
უმნიშვნელოვანესია, დღეს ყველა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, ვინაიდან არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და რესურსი იმისა, რომ ეს არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდეს.
ვფიქრობთ, ეს უნდა იყოს პასუხი იმ დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ოპონენტების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში.
მივმართავ „ქართული ოცნების“ აქტივსაც, მოგიწოდებთ რომ იყოთ მშვიდად გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას კანონისმიერი მეთოდებით ვუპასუხოთ.
ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში და არავის მისცეთ საშუალება დისონანსი შეიტანოს საარჩევნო პროცესში.
დასასრულს მსურს კიდევ ერთხელ მივმართო დამკვირვებელ ორგანიზაციებს როგორც ადგილობრივ, ასევე სართაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თქვენი როლი და მონაწილეობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით ვითარების დაძაბვის მცდელობებს განსაკუთრებით ზუგდიდის საოლქო კომისიაში, ამის შესახებ ჩვენ მუდმივად ვაწოდებდით ინფორმაციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ვატყობინებდით იმ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომლებსაც შეიძლებოდა ჰქონდა ადგილი ან შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა კენჭისყრის დღეს.
შესაბამისად, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ ზუგდიდის საარჩევნო ოლქზე გაამახვილოს ყურადღება.
დარწმუნებულები ვართ, რომ მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ და დღეს ყველა გამარჯვებას ვიზეიმებთ“, განაცხადა ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.