თეა წულუკიანი: ინტერპოლის გადაწყვეტილება ხელს უშლის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს დანაშაულთან ბრძოლის საქმეში
04-08-2015, 05:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვისურვებდი, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, - ამის შესახებ იუსტიცის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.


წულუკიანის თქმით, მას აქვს კითხვები ინტერპოლთან, დავით კეზერაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ინტერპოლმა შეცვალა მეთოდოლოგია და მისი ეს გადაწყვეტილება ხელს უშლის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს დანაშაულთან ბრძოლის საქმეში.


"რა თქმა უნდა, ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ხელს უშლის დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. ეს სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ჩვენ ინტერპოლთან ტრადიციულად, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. საქართველოს მხრიდან ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იქნება ეს ექსტრადირებით, თუ პატიმართა გადაცემა-გადმოცემის საკითხებში, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მე მაქვს ჩემი კითხვის ნიშნები, თუ როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რადგან მათ მეთოდი შეცვალეს. ვისურვებდი, რომ პოლიცია, მათ შორის, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი