არ გაბედოს მონაწილეობის მიღება გაყალბებებში და შესაძლო კარუსელების დატრიალებაში - „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართავენ
19-05-2019, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მთაწმინდის ოლქში მათი დამკვირვებლებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობენ. ცოტა ხნის წინ გამართულ ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე ნინო გოგუაძემ და ირმა ნადირაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუწოდეს, შეასრულონ მოვალეობა და ნუ შეუშლიან ხელს დამკვირვებლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში.

 

 

„ჩვენი დამკვირვებლები მოქმედებენ საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის ე პუნქტის შესაბამისად და ახორციელებენ ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. კერძოდ, ისინი ამოწმებენ პირადობის მოწმობებს რათა თავიდან იქნას აცილებული ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბება და კარუსელები. მინდა მივმართო ცესკო-ს და კერძოდ, თამარ ჟვანიას, რომ ფორმალურად მაინც შეასრულოს თავისი პირდაპირი ფუნქცია და ნუ შეუშლის ჩვენს დამკვირვებლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს", განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

 

ირმა ნადირაშვილის თქმით, ცესკო-მ და მისმა თავმჯდომარემ ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია უნდა შეასრულონ.

 


„მთაწმინდის ოლქში გამოჩნდნენ ცესკო-ს წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ აძლევენ მითითებებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, რომ მათ პირადობის მოწმობების შემოწმების გარეშე შემოუშვან ადამიანები და მისცენ მათ ხმა. ეს არის პირდაპირი დარღვევა კანონის. ჩვენს კომისიის წევრებს აქვთ უფლება, მათი მოვლებაა, შეამოწმონ პირადობის მოწმობები. ამით გვინდა რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ კარუსელები.... ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თამარ ჟვანიას, ცესკო-ს, არ გაბედოს მონაწილეობის მიღება გაყალბებებში და შესაძლო კარუსელების დატრიალებაში. მან უნდა შეასრულოს ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია", განაცხადა ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი