მამუკა მდინარაძე: ვერ ნახეს მოსყიდვის რეალური ვერანაირი ფაქტი და შემდეგ ჯილდოც კი დააწესეს საიმისოდ, რომ ვიღაცას დაებრალებინა მოსყიდვა მეორე ადამიანისთვის ან რომელიმე ორგანიზაციისთვის
19-05-2019, 14:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ამომრჩევლის ნორმალური აქტივობაა. საარჩევნო უბნებზე გარკვეული დარღვევები შეინიშნება, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რაიმე განსაკუთრებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ხმის მიცემის პროცესი საერთო ჯამში, მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს, აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

 

 

მისი თქმით, ამ დროისთვის ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის პროვოკაციების მცდელობებსაც, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული საიმისოდ ორიენტირებული, რომ ყველაფერი იყოს მშვიდ გარემოში.

 

 

„ამისათვის მინდა სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომლებიც არიან მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოფენ სიმშვიდეს საარჩევნო უბნებთან.

 

 

მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება.

 

 

ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდისკენ, რადგანაც ნათლად ჩანს, რომ როგორც განვლილი პერიოდის მანძილზე, ისე დღესაც, რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდი დაძაბულობის ცენტრი შექმნან.

 

 

თქვენ ნახეთ აუდიოჩანაწერიც, სადაც კარგად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ეგრედწოდებულ ადუღებაზე და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ.

 

 

ეს გასაგებია, რომ მათი მიზანი არის ეს ჩანდა წინა პერიოდშიც, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ამიტომ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებს, ვთხოვთ რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდს.

 

 

მოვუწოდებ ასევე ჩვენს აქტივს, არავის მისცენ საშუალება დისონანსი შეიტანონ პროცესში.

 

 

ჩვენი აქტივისტები სწორად და კარგად არიან მობილიზებულნი, მაგრამ დამატებით მოვუწოდებ, რომ იმ პროვოკაციებს, რომლებსაც ადგილი აქვს სხვადასხვა უბნებზე არ წამოეგონ, ეს არის მათი ვალდებულება და ეს უნდა შეასრულონ.

 

 

გარკვეული პროვოკაციული ფონი შეინიშნება მარნეულშიც „ევროპული საქართველოს" მხრიდან, ისინი ხელოვნუირად ცდილობენ დაძაბონ სიტუაცია, თუმცა იქაც ყველაფერი ჯერჯერობით მშვიდად არის ჩვენი აქტივისტების და წარმომადგენლების მეშვეობით, ამისათვის მათ დიდი მადლობა.

 

 

რაც შეეხება სიებს, მთელი დღის განმავლობაში თქვენ ნახეთ, რომ „ნაც მოძრაობის" წარმომადგენლების მედიასაშუალება იქნება ეს თუ სხვა წარმომადგენლების მხრიდან, მიზანმიმართულ პროვოკაციულ მოქმედებებს აქვს ადგილი.

 

 

მათ ვერ ნახეს მოსყიდვის რეალური ვერანაირი ფაქტი და შემდეგ ჯილდოც კი დააწესეს საიმისოდ, რომ ვიღაცას დაებრალებინა მოსყიდვა მეორე ადამიანისათვის ან რომელიმე ორგანიზაციისათვის.

 

 

თქვენ ნახეთ ასევე ის რომ რეალური დარღვევა როგორ კი ვერ იპოვეს, რეალური დარღვევა ხაზს ვუსვამ, მათ მიმართეს მეთოდს რომ საზოგადოებას მოატყუონ თითქოს ამ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემას აქვს ადგილი.

 

 

მე მინდა მივუთითო კონკრეტული მუხლი, როგორც ვიცი ცესკომაც გააკეთა რამდენიმე ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არანაირი დარღვევა აქ არ არის, პირიქით, ყველა საარჩევნო სუბიექტს, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მეშვიდე და მეშვიდე პრიმა პუნქტების საფუძველზე, უფლება აქვს გამოითხოვოს ელექტრონული ვერსია და ისარგებლოს ამ ვერსიით.

 

 

აქედან გამომდინარე დარღვევას აქ ადგილი არა აქვს, ეს არის ჩვეულებრივი სიები და მეც მინდა საილუსტრაციოდ გაჩვენოთ, სადაც პირადი მონაცემები არ არის მითითებული და ყველა ჩვენს წარმომადგენელს, საარჩევნო უბნებთან რომლებიც არიან წარმოდგენილი აქვთ უფლება ისარგებლონ ამ სიებით.

 

 

ამაში უკანონო არაფერია და იმის გადასაფარად, რომ სხვა არაფერი ხდება თითქოს ეს არის ცუდი, ამას ნუ იზამენ, მათ შორის მოგიწოდებთ ჟურნალისტებსაც გაავრცელოთ მაქსიმალურად ეს ინფორმაცია იქიდან გამომდინარე, რომ უკანონობის წარმოჩენას ცდილობენ, იმას რაც არის აბსოლუტურად კანონიერი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამასაც, რომ საარჩევნო კოდექსში წაიკითხონ ყურადღებით „ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა განშტოების წარმომადგენლებმა 31-ე მუხლის მეშვიდე და 31-ე მუხლის მეშვიდე პრიმა პუნქტი.

 

 

მინდა საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდო, საარჩევნო უბნებზე მისვლისა და სასურველი კანდიდატისთვის მხარდაჭერისკენ მოვუწოდო. არჩევნებზე მაღალი აქტივობის ჩვენება პირველივე ტურში გამარჯვებისთვის უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ, ყველანი სწორ არჩევანს გავაკეთებთ და გამარჯვებას დღეს საღამოს ყველა ერთად ვიზეიმებთ", განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი