სოზარ სუბარი: ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, სადაც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „რუსთავი 2“-ის მაღალი კონცენტრაცია
19-05-2019, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საზოგადოება დილიდან თვალს ადევნებს შუალედურ არჩევნებს. ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, სადაც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „რუსთავი 2“-ის მაღალი კონცენტრაცია", აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.

 

 

სუბარის თქმით, ერთადერთი ოლქი, სადაც დაძაბულობის მცდელობები შეინიშნება ეს არის ზუგდიდი, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ყველა უბანზე შექმნას გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და შექმნას დაძაბულობა.

 

 

„დაძაბულობა რომ არის მათი მთავარი მიზანი, ეს კარგად ჩანდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და დღესაც კარგად გამოჩნდა, როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან ისე იმ ჩანაწერებიდან, რომელიც ზუგდიდში ჩვენს გუნდს მიაწოდეს მათივე წარმომადგენლებმა.

 

 

კარგად გამოჩნდა, რომ მათი მიზანი არის არა არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არამედ მათი მიზანია, რამენაირად დაძაბულობა და არეულობა შეიტანონ, თუმცა გასაგებია რომ ამას ისინი ვერ ეღირსებიან.

 

 

აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პოლიციას, რომელიც ძალიან ოპერატიულად რეაგირებს ნებისმიერ უმცირეს გადაცდომაზე და დარღვევაზე. შესაბამისად, სიმშვიდე არის შენარჩუნებული ყველა ოლქში. ერთი რამეს მინდა შევაგუო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ აღარასოდეს აღარ დაბრუნდება მათი დიქტატორული რეჟიმი საქართველოში და ყველგან, სადაც ისინი ეცდებიან აგრესია გამოიჩინო კიდევ ერთხელ ქართველი ხალხისა და ქართველი ამომრჩევლის მიმართ, მათ შესაბამის პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება", განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი