მედიაჰოლდინგ „დრონის.ჯის“ დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
იგი პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კვირას დააკავა და ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი.
„როგორც ჩანს, გახარიამ მოინდომა, რომ უკვე გადავიდეს მედიაზე. კრიმინალმა გახარიამ გადაწყვიტა, რომ დაერიოს ჟურნალისტებს,“- უთხრა გიორგი კაპანაძემ გათავისუფლების შემდეგ „რუსთავი 2“-ს.
კაპანაძის დაკავებას აპროტესტებდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტის დაკავება ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.