17:00 სთ-ის მდგომარეობით მერის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა ყველაზე დიდი აქტივობა ხულოში და ზუგდიდშია
19-05-2019, 18:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, თბილისის №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 26.6%-ია.

 


„ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის მეორე ტურის არჩევნების 17:00 საათიან მონაცემს, 2016 წელს ამომრჩეველთა აქტივობამ 31.1 % შეადგინა“, - აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

 


ანა მიქელაძემ, ასევე გააცნო მედიას 17:00 საათიანი აქტივობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან შედარებით:

 


2019 წლის 19 მაისის არჩევნები 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნები
მარნეული - 27.2 % მარნეული - 42.5%
ზესტაფონი - 37% ზესტაფონი - 48.4 %
ჭიათურა - 37% ჭიათურა - 44.9%
ზუგდიდი - 38.6% ზუგდიდი - 39.6 %
ხულო - 49.5% ხულო - 48.7 %

 

 

რაც შეეხება აქტივობას იმ საარჩევნო უბნების მიხედვით, სადაც საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება, 17:00 სთ-ის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია:
საგარეჯო: 67.8%
ახმეტა: 44.1%
ადიგენი: 45.8 %
ტყიბული: 33.9%
წყალტუბო: 40.9%
ოზურგეთი: 37.4 %

 


ცესკოს პრეს-სპიკერმა წარმოადგინა ინფორმაცია მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებითაც: სულ შესულია 68 საჩივარი, აქედან მარნეულში - 20, ზესტაფონში - 5, ხულოში - 11, ზუგდიდში - 30, ოზურგეთში - 1, თბილისში, №1 პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე - 1 საჩივარი. საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

 


„მაგალითისთვის, მარნეულის ყიზილაჯლოს №89-ე უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სავარაუდოდ იყო ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა, თუმცა განმეორებით ხმის მიცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

 


აღნიშნული უბანი დაატოვებინეს დამკვირვებელს გადაღების წესის დარღვევის (იყო სამაგიდო სიებისა და კაბინაში გადაღების მცდელობა) და კომისიის მუშაობის ხელშეშლის გამო.

 


გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მარნეულის №68-ე საარჩევნო უბანზე უცნობმა პირმა საარჩევნო ყუთში ჩაყარა ბიულეტენები. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულს ადასტურებს ამ უბანზე მყოფი ცესკოს წარმომადგენელიც.

 


რაც შეეხება მარნეულის №2-ე უბანს, ცესკოს ინფორმაციით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიამ ჩაიბარა, თუმცაღა აღნიშნულ წარმომადგენელს საარჩევნო პროცესის ხელის შეშლისა და ქაოსის შექმნის გამო, დაატოვებინეს უბანი.

 


შეგახსენებთ, დღეს დილის 07:00 საათიდან მუშაობს ცესკოს სატელეფონო- საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი