გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს აკრიტიკებს.
„არჩილ თალაკვაძე ჩემთან მუშაობდა 2013 წლამდე. ე.ი. ის სულ რომ ლაპარაკობს წინა მთავრობა როგორი ცუდი იყო, ამისი ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე. ის იყო ჩემი ასისტენტი. ჟენევაში რომ დავდიოდი კონფერენციებზე და გრანტებს ვპოულობდი საქართველოსთვის, ის იყო ჩემი ასისტენტი. აბა, ჰკითხეთ მას, სანდრას ასისტენტი იყავი თუ არა ჟენევაში? სირცხვილია უბრალოდ, აქ რომ ცდილობს ჩემს წინააღმდეგ ასეთი ბოროტების ჩადენას. ეს უბრალოდ სირცხვილია მისგან. ის მიცნობს პირადად, რამდენი წელია ვთანამშრომლობდით, რამდენი სარეკომენდაციო წერილი მივწერე ამ ბიჭისთვის, რამდენი რამ გამიკეთებია, ახლა ჩემს წინააღმდეგ წავიდა. მე დღეს შევიკავე თავი, აქ იყო ანაკლიაში, მეც აქ ვიყავი, დავინახე ეზოში მშვიდად იდგა და შევიკავე თავი, მაგრამ ახლა რას მაიმუნობს შიგნით და რას მავნებლობს, ეგ მე ძალიან კარგად ვიცი და ამას არ ვაპატიებ. ის კარგად მიცნობს და იცის, რა დგას ჩემს უკან. ის უყურებს ახლა, ბიძინა როგორ ტაშს დაუკრავს, მე ველოდები ხალხის გამარჯვებას. მე მამოძრავებს ხალხი, რომელსაც აქვს ცრემლები თვალში, როცა მაცილებენ, რომ აი, თქვენი იმედი გვაქვს, ბოლო იმედი თქვენ ხართ. ის იმ იმედით არის აქ, რომ მერე ივანიშვილმა ან პრემიები გადაურიცხოს ან ტაში დაუკრას და პრემიერი გახადოს", უთხრა სანდრა რულოვსმა „რუსთავი 2"-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.