დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძე ბევრ უბანში ლიდერობს და იქ მეორე ტური გარდაუვალია
19-05-2019, 23:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის არაერთ უბანში შალვა შავგულიძე ლიდერობს და იქ მეორე ტურის ჩატარება გარდაუვალი იქნება.

 


„ამ წუთის მონაცემებით და დადასტურებულად მიღებული გვაქვს ინფორმაცია 23 უბნიდან - 31 უბანია და აქედან 23 უბანზე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, 12 უბანში გამარჯვებულია ჩვენი კანდიდატი ბატონი შალვა შავგულიძე. ასე რომ, მთაწმინდაზე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ იქნება მეორე ტური და ასევე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ როგორი სურათიც არ უნდა დაჯდეს ხმების საბოლოო დათვლის შედეგად, ნათელი ფაქტია, რომ მთაწმინდაზე ოპოზიციურმა პარტიებმა აიღეს უფრო მეტი ხმა, ვიდრე სახელისუფლებო კანდიდატმა", განაცხადა დავით ბაქრაძემ და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი