თამარ ჟვანია: ვთხოვ ჟურნალისტებს, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ნუ გაცდებიან საკუთარ უფლებამოსილებებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში
19-05-2019, 23:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.

 

 

„მინდა ძალიან მოკლე განმარტება გავაკეთო იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც ამ წუთებში ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიის საშუალებით, - ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში, 86-ე საარჩევნო უბნიდან პირდაპირ გადაიცემოდა რეპორტაჟი, როდესაც წარმომადგენელმა დამირეკა უბნიდან განმარტების გასაკეთებლად, ჟურნალისტის ქმედება ჯდებოდა თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პროცედურაში და რატომ ხდებოდა უბნიდან ჟურნალისტის გაძევება. სამწუხაროდ, მე არ მომეცა საშუალება აღნიშნულ ფაქტზე გამეკეთებინა სამართლებრივი განმარტება, ამიტომ მსურს გამოვიყენო შესაძლებლობა და მივმართო ყველას - შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც მის საქმიანობაში ხდება ასეთი ტიპის უხეში ჩარევა, საარჩევნო ადმინისტრაციამ დათვალოს ხმები.

 

 

ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი. დაუშვებელია ინტერვიუს აღება და კომენტარების გაკეთება კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში. ინტერვიუს აღებას აქვს თავისი დადგენილი წესი და ნებისმიერ პირს მიეცემა საშუალება უბნის გარეთ მიიღოს შესაბამისი პასუხები.

 


ჩვენ, სამწუხაროდ ვნახეთ ჟურნალისტის მცდელობა, რომ აეღო ინტერვიუ, რაც მეორეს მხრივ უკვე გადადიოდა ხმის დათვლის პროცესის ხელის შეშლის მცდელობაში. რაც შეეხება უბნის დატოვების ფაქტს, კომისია კომისიურად (კოლეგიურად) იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის მიმართ, რომელიც უბანს მუშაობაში უშლის ხელს, რომ დაატოვებინოს კენჭისყრის შენობა. ამ შემთხვევაში ჩვენ, სამწუხაროდ, საჯაროდ ვიხილეთ ის, რომ ჟურნალისტმა შეიძლება ნებსით ან უნებლიეთ დაარღვიოს გადაღების დადგენილი წესი და მის უფლებამოსილებას გადააჭარბოს, შესაბამისად დაარღვიოს კანონი.

 

 

მე მინდა მივმართო თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიას და ვთხოვო, ხელი შეუწყონ კანონით დადგენილ ფარგლებში თითოეულ ჩართულ მხარეს, ეს იქნება ჟურნალისტი, დამკვირვებელი, თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, რათა მათ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეძლონ ხმის დათვლის პროცესის დაკვირვება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მოხდება უფლებამოსილების გადამეტება არსებობს კანონით განსაზღვრული ზომები.

 


ვთხოვ ჟურნალისტებს და ყველა მედიის წარმომადგენელს, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ნუ გაცდებიან საკუთარ უფლებამოსილებებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში რათა კომისიამ ზუსტად ასახოს ამომრჩევლის ნება, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაცია ემსხურება ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრაცია მოწოდებულია რომ მათი ხმა ზუსტად იყოს ასახული შედეგებში. მინდა ყველას ვუსურვო წარმატება და ყველას ვთხოვო ვიმოქმედოთ კანონის პატივისცემით და ამომრჩევლის ნებას არ შევუშალოთ ხელი", აცხადებს თამარ ჟვანია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი