საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც ცოტა ხნის წინ მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი და არჩევნები „შეუთავსებელია", ამიტომ ჯერ „ივანიშვილი უნდა მოშორდეს" და შემდეგ ჩატარდეს არჩევნები.
„როდესაც სანდრამ გადაწყვიტა ზუგდიდში კენჭისყრა, მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობდი, რომ მას არ მისცემდნენ არც ერთ შემთხვევაში გამარჯვების გაფორმების შესაძლებლობას, მე მაინც მხარი დავუჭირე იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო ბრძოლაში და ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ენთუზიაზმი, ძალიან ბევრმა ადამიანმა ირწმუნა თავისი ძალების და ძალიან ბევრმა ადამიანმა მოსინჯა თავისი თავი, მათ შორის არ პოლიტიკურ რაუნდში. მაგრამ დღეს დგება ისეთი შედეგი, როგორიც იყო მოსალოდნელი. ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა და ჩაიდო ჯიბეში. შეუძლებელია, იმ ქვეყანაში სადაც არის არაფორმალური მმართველობა, ტარდებოდეს ფორმალურად სწორი და დემოკრატიული არჩევნები....
ჯერ შორდება ივანიშვილი და მერე არის არჩევნები. ივანიშვილი და საქართველო არის შეუთავსებელი.... ეს კაცი არაფრის გადმოცემას არ აპირებს სოფლის დონეზეც კი. ამიტომ, მე მთლიანად ვუერთდები და მხარს ვუჭერ დღეს სანდრას მოწოდებას....
ბრძოლა გამარჯვებამდე და მე არ გავჩერდები არც ერთი წამით, სანამ ჩვენ ივანიშვილს არ ჩამოვაშორებთ საქართველოს მმართველობას.... დროა მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც წალეკავს ივანიშვილს", ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.