„ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მით უმეტეს მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო, ძალიან მარტივად, სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია ზუგდიდში, ჩატარებული მაღალ დონეზე“, განაცხადა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში, რამდენიმე წუთის წინ, თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
„ეს იყო უპრეცედენტო ზეწოლა. ისინი გააგრძელებენ თავიანთ ტერორს, თავიანთი ჯიბეების გასქელებას. რაც მიუღებელია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება... როცა გვექნება ოფიციალური შედეგები, ჩამოვყალიბდებით, როგორი იქნება ჩვენი პოზიცია.
„ივანიშვილმა არა მარტო დაკარგა ბევრი ფული ამ არჩევნებში, კიდევ უფრო დაბლა დაეცა მისი რეიტინგი და რეპუტაცია... ჩვენ საქმე გვაქვს საქართველოს მტერთან. ეს კაცი უნდა მოშორდეს თავისი კლანით, მაშინ იქნება ახალი განვითარების გზის პოვნის საშუალება. ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ამ სპეცოპერაციის სახით არა მარტო მე და ჩემმა ოჯახმა, არამედ მთელმა ქვეყანამ. რაც იკადრეს, ამას არ ვაპატიებ. ყველგან მივალ, სოფელ-სოფელ და ქუჩა-ქუჩა. სხვა გზა არ გვაქვს. თუ გეშინია მგლის, არ უნდა შეხვიდე ტყეში. მე მიყვარს ეს ქვეყანა. მე არ ვაპატიებ... არჩევნების გზით ეს კაცი არ წავა. ეს არ იყო არჩევნები. მანამ სანამ ივანიშვილი არის მმართველი ფორმალური თუ არაფორმალური, ეს იქნება სპეცოპერაცია სუს-ის და კრიმინალების“, განაცხადა სანდრა რულოვსმა და პოლიტიკური ბრძოლის უმთავრეს მეთოდად მთელი საქართველოს მასშტაბით პროტესტის გამოხატვა დაასახელა.
ცოტა უფრო ადრე, სანდრა რულოვსმა განმუხურში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააფრთხილა ხელისუფლება, არ გამოაცხადოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გამარჯვებულად პირველ ტურში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საპროტესტო აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყებს და „შუშის სასახლემდე“ მივა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.