ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოში ჩატარებული არჩევნების პირველადი შედეგები გაასაჯაროვა.
თამარ ჟვანიამ ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის 107 უბნიდან 74 უბნის შედეგები წარადგინა.
მისი განცხადებით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, გიორგი შენგელიას ამომრჩეველთა 54.45%-მა დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს, მან ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 42.75% მიიღო.
მთაწმინდის ოლქში 31 უბნიდან 27 უბნის მონაცემების მიხედვით, შალვა შავგულიძეს 36.75%, ვლადიმერ კახაძეს კი, 41.28% აქვს მიღებული.
მარნეულის ოლქში არსებული 90 უბნიდან 81 უბნის მონაცემების თანახმად, ახმედ იმამკულიევი - 7.73%, აგილ მუსტაფაევი - 11.06%, ზაურ დარგალი - 79.08%.
ზესტაფონის ოლქში 53 უბნიდან მონაცემები 52 უბანზე დათვლილია. ბაქარ ხიჯაკაძე - 34.29%, ანზორ ნებიერიძე - 2.66%, გიორგი წულაია - 5.83%, გიორგი გოგლიჩიძე - 50.57%.
ჭიათურის საარჩევნო ოლქში 57 უბნის მონაცემების მიხედვით, გივი მოდებაძე - 64.37%, ზურაბ კუპატაძე - 18.1%, დავით ჭუმბურიძე - 15.36%.
ხულოს ოლქში 54-ვე უბანზე დათვლილია მონაცემები. შედეგები კი ასე გამოიყურება - ირაკლი ჯორბენაძე - 23.74%, ვახტანგ ბერიძე - 70.91%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.