მორიგი ხანძარი თბილისში. ცეცხლი ამჯერად დიდუბის რაიონში ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდაუთის ქუჩაზე გაჩნდა. ცეცხლი ელიავას ბაზრობაზე საწყობში გაჩნდა. შემთხვევის ამსახველ ფოტო-მასალას საინფორმაციო პორტალი „კვირას“ ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო ბრიგადა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან აფეთქების საშიშროება არსებობს.
ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რესტორან "თაღლაურასთან" ასევე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია.
kvira.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.