თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აღნიშნულ ოლქში 31 საარჩევნო უბნიდან ხმები ყველა უბანზეა დათვლილი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცმებით, იქ გამარჯვებისთვის საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ექიმი ლადო კახაძე გავიდა. მან ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო (6 036 ხმა). მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერილი ადვოკატი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე, რომელსაც 36.83% აქვს მიღებული (5 422 ხმა). დანარჩენი ხმები სხვა კანდიდატებზე განაწილდა.
მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.
მთაწმინდის ოლქში 19 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეთა დაბალი აქტივობა იყო.
თბილისი, №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი:
ცესკოს მონაცემები 31 საარჩევნო უბნიდან - დათვლილია 31 უბნის მიხედვით
№13 შალვა შავგულიძე 36,83%
№35 გერმანე საბო 4,76%
№41 ვლადიმერ კახაძე 41%
№42 ლევან იოსელიანი 6,55%
№43 კობა დავითაშვილი 2,91%
№44 სოფიო ხორგუანი 2,64%
№45 გრიგოლ გეგელია 3,14%
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.