კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია
20-05-2019, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია, ასე ეხმაურება მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციური პარტიის ლიდერების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს.

 

 

მისი თქმით, „ერთადერთი რაზეც დგას დღეს „ნაციონალური მოძრაობა", ეს არის ნიკა გვარამია და რუსთავი 2".

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ მათი განცხადებები ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

 

 

„ემოციურ ფონზე არ უნდა გავაკეთოთ განცხადება. ამით ვზიანდებით. ამ ყველაფრით ბიძინა ივანიშვილი ძლიერდება. როდესაც შეუთანხმებლად კეთდება განცხადებები, ეს არ არის მისაღები არც სააკაშვილისგან და არც სხვებისგან“, თქვა მელიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში“.

 


მელიასთვის მიუღებელია სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება: „ეს არ არის შარშანდელი ნოემბერი“, ისევე როგორც სანდრა რულოვსის კვირა საღამოს გაკეთებული განცხადება.

 


„რას ნიშნავს ეს? არ უნდა გავაკეთოთ ისეთი განცხადება, რომელიც ოპოზიციურ მუხტს მოკლავს“, აღნიშნა მელიამ.

 

 

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განმუხურში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააფრთხილა ხელისუფლება, არ გამოაცხადოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გამარჯვებულად პირველ ტურში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საპროტესტო აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყებს და „შუშის სასახლემდე“ მივა.

 

 

„არჩევნებიდან არჩევნებამდე ეს ხელისუფლება სუსტდება. რაღაცას თუ ვიტყვით - ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეხება - რაღაცას თუ ვიტყვით, უნდა გავაკეთოთ. სიტყვების რახა-რუხს თავი უნდა დავანებოთ. არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ, დედას გიტირებთ და არ მოდიხარ. გამოვა ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ეს არ შეიძლება.

 


ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება, მიმხვედრი მიხვდება, თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიცის წარმომადგენელი იყოს“, განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი