ასოციაციის „ქართველები საფრანგეთში“ ორგანიზებითა და ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ძეძილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.
ძეძილეთში, ღვედში, გვიშტაბსა და გელავერში მცხოვრებ მოსახლეობას საჩუქრად ტანისამოსი გადაეცათ. საქველმოქმედო ღონისძიებაში მნიშვნელოვანი მატერიალური წვლილი შეიტანა ფრანგულმა ასოციაციამ ,,აქსიონ დოღიან“ (Action d”Orient).
საქველმოქმედო ტვირთის ტრანსპორტირება უზრუნველყო გადამზიდავმა კომპანიამ Iberia Express Impex. I E I .
„ხონის მუნიციპალიტეტის მერია, მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ორგანიზაციას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს აღნიშნული საქველმოქმედო აქციის განხორციელებაში და განსაკუთრებით საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებმაც სითბო და სიყვარული უწილადეს თანამემამულეებს“, აღნიშნულია ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.