იმერეთის გუბერნატორმა რეგიონული თათბირი თერჯოლის მუნიციპალიტეტში გამართა
04-08-2015, 09:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.


იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ამ ეტაპზე ბიუჯეტის შესრულების ყველა პარამეტრი დამაკმაყოფილებელია და ასევე, განსაზღვრულ ვადებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.


დღესვე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები "სოკარ ჯორჯია გაზის", "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა" და "თელასის" რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.


მუნიციპალიტეტებში ძირითად პრობლემას გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული გზები, მოძველებული ელექტროენერგიის ბოძები და ახალი წყლის სისტემების მშენებლობა წარმოადგენს. მხარეებმა აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრაზე იმსჯელეს, რეგიონის ხელმძღვანელობამ კი აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით რეგიონულ თათბირებს თვეში ერთხელ მართავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი