ნიკა მელია: ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის
20-05-2019, 13:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის, აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.

 

 

ნიკა მელია, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ მათი განცხადებები ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, მიიჩნევს, რომ პარტიის სამოქმედო გეგმა თავად პარტიამ უნდა შეიმუშაოს.

 

 

„ეს არ ნიშნავს, რომ აქცია არ უნდა დაიწყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ უნდა დაიგმოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ეს ამას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვან განცხადება ჯერ გახდეს გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი, ეს არის მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ-ერთი საწინდარი, ჩემი აზრით და ამის შემდეგ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. არაფერი აქ რაღაცა სკანდალის შემცველი ნამდვილად არ არის. ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის და ჩვენ, საჩუქარი გამარგინალებულ, გაბანკროტებულ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გავუკეთოთ", აცხადებს ნიკა მელია, რომლისთვისაც მიუღებელია სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება: „ეს არ არის შარშანდელი ნოემბერი“, ისევე როგორც სანდრა რულოვსის კვირა საღამოს გაკეთებული განცხადება.

 

 

სანდრა რულოვსმა გუშინ, 19 მაისს განმუხურში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააფრთხილა ხელისუფლება, არ გამოაცხადოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გამარჯვებულად პირველ ტურში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საპროტესტო აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყებს და „შუშის სასახლემდე“ მივა.

 

 

რულოვსის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ქვეყნის მესამე პრეზიდეტი მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ „დროა მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც წალეკავს ივანიშვილს".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი