შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის კმ17-კმ20.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის ფარგლებში, განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, კერძოდ, 3.8 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები, ასევე განხოლრციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
ამჟამად, ასფალტის პირველი ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზით სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. ამავდროულად აღნიშნული გზის კეთილმოწობას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურისტური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.
გზა ძლიერ დაზიანებული იყო, არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, ხოლო გზის დანარჩენი ნაწილი ხრეშოვანი.
პროექტი, რომლის ღირებულება 1,8 მილიონი ლარია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.