ნიკა გვარამია: „მე ნამდვილად არ მსურს იმ მიშისტ-სექტანტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც რუსთავი 2 მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სურთ, ხოლო საკუთარი თავისთვის რეალტივიზე ოცნებობენ“
20-05-2019, 14:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „ამ ქვეყნის ყველაზე დიდ და ყველა დროის ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსს“ უწოდებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირეტქორი ნიკა გვარამია და ამბობს, რომ სააკაშვილი „არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები“ და მას „ნამდვილად არ სურს იმ სექტანტების და კარიერისტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც „რუსთავი 2“ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სურთ, ხოლო საკუთარი თავისთვის რეალტივიზე ოცნებობენ“.

 


„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს:

 


ის არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი (ზვიად გამსახურდია მაინც უფრო ეროვნული მოღვაწე იყო, როგორც ილია, და ქვეყნისთვისთვის თავისუფლების მომტანი).

 


ამავდროულად, დღესაც, ის არის ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი და პოლიტიკური იდეების მთავარი (თუ ერთადერთი არა) გენერატორი.

 


შეუძლებელია, ის არ დაბრუნდეს საქართველოში და სრულფასოვნად არ ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 


ის არ არის ბელადი, რაც არ უნდა ეცადნონ მისგან ამის ძერწვას გინდა ივანიშვილი, გინდა ჩემი მეგობარი ქვეყნის პატრიოტებიც კი, რომელბსაც ის სწორედ ამ ბელადობის გამო არ მოწონთ.

 


ის არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები, რომლებიც მას, როგორც ჰიპერთანამედროვე დასავლელ ლიდერს კი არ მიყვებიან, არამედ, როგორც სექტის ხელმძღვანელს ან, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმების და თანამდებობის დაკავების მოსურნეები.

 


ხოდა, მეგობრებო, მე, ნიკა გვარამიას, ნამდვილად არ მსურს იმ სექტანტების და კარიერისტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც რ2 მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სურთ, ხოლო საკუთარი თავისთვის რეალტივიზე ოცნებობენ. ვისაც კრიტიკა ივანიშვილის დასამარცხებლად აღაფრთოვანებს, ხოლო საკუთარი თავისთვის რ2 ტელე ნაძეჟდად წარმოუდგენიათ, რომელიც მხოლოდ დითირამბებს უმღერებს და ზუგდიდის მოსახლეობის გამოკითხვაშიც კი, მათზე ნეგატიური მოსაზრების მოსმენაზე, ისტერიკა ემართებათ.

 


მე, ნიკა გვარამია, არ ვგულშემატკივრობ ამგვარ ხალხს, მე არ ვარ მათი თანამოაზრე და არც მათი სიტუაციური მოკავშირეობა მსურს. მე არ მჯერა, რომ მათ დემოკრატიის, დამოუკიდებელი სასამართლოს, სამართლიანი არჩევნების და თავისუფლი მედიის მოტანა უნდათ ან შეუძლიათ. მე კი სწორედ ამგვარი ქვეყნისთვის ვიბრძვი. ღრმად მწამს, მიხეილ სააკაშვილიც.

 


მე, ნიკა გვარამია, არასდროს შევუწყობ ხელს მათ ხელისუფლებაში მოსვლას. რეალტივიელი სექტანტების და მლიქვნელი ყველაფერზე თავისმქნეველი კარიერისტების ადგილი თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში არ არის. ეს რეგრესული ხალხი ვერ მოიტანს პროგრესს. მათთან არასდროს არ მივა არც ერთი ახალი და საინტერესო პროფესიონალი. ეს კარიერისტები და ბრმადმორწმუნეები ვერასდროს ვერ გაამარჯვებინებენ იგივე მიხეილ სააკაშვილს და მუდმივად ამყოფებენ მას საკუთარი ბრმა მსახურების მძევლობაში.

 


ეს ჩემი მყარი პოზიციაა. მე მჯერა ქვეყნის უკეთესი მომავალის, მე ვიბრძოლებ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მე ყველაფერს ვიზამ, რომ თანამედროვე საქართველოს შემქმნელმა სააკაშვილმა დამსახურებული ადგილი დაიკავოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს ტერიტორიაზე.

 


მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის. იმიტომ რომ, მათ შორის, მისთვის ბრძოლაზე გადის თანამედროვე, დასავლური, დემოკრატიული და წარმატებული საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი“, წერს გვარამია „ფეისბუქზე“.

 

 

კომენტარები: 1
#1   David
      
ახალი აბრაკადაბრა! ორი მიშა არ არსებობს! არსებობს ერთი მიშა -ბელადი, თავის თავზე შეყვარებული ეგომანი და მას სხვაგვარად არსებობა უბრალოდ არ შეუძლია! ეს ყველაზე კარგად იცის გვარამიამ. ახლა ახალი მითი მოიგონეს.. შეიგნეთ, ხალხი შეიძლება მოატყუო ერთჯერ, ორჯერ, მაგრამ სულ - ვერა! გეყოთ სირაქლემას პოზაში ყოფნა. მიშიკო არის ტვირთი ჩამოკიდებული მისი მხარდამჭერების კისერზე, რომელმაც ნაძმოძრაობა მოუსავლეთში უკვე ჩაძირა!
20 მაი 2019 09:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი