სანდრა რულოვსი: საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება ივანიშვილის სასახლესთან
20-05-2019, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სასახლესთან", აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი სანდრა რულოვსი მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, მან ზუგდიდში ამომრჩეველთა ხმების 42.84%, მისმა მოწინააღმდეგ „ქართული ოცნებიდან" კი, 54,18% მიიღო.

 

 

„ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან, უნდა დაგვანებოს თავი იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები იმიტომ, რომ არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, სოფელს, ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებულები უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვიშოროთ ივანიშვილი ამ ქვეყნიდან. მე ამ ბრძოლაში არ ვარ მარტო", განუცხადა სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი