დიდუბეში საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 სახანძრო ბრიგადა აქრობს
04-08-2015, 09:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 სახანძრო ბრიგადა აქრობს.

 


დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან. შემთხვევის ადგილზე უკვე მივიდნენ თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი.

 

 

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე, რომელსაც სახის არეში დამწვრობა აქვს მიღებული, დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, მაშველს კი, რომელიც კვამლით მოიწამლა, სასწრაფო დახმარების ექიმები ადგილზე უწევენ გადაუდებელ დახმარებას.

 

 

ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩაერთო სპეციალური სახანძრო ვერტმფრენი, რომელიც მტკვრიდან ამოღებული წყლით ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.


ამის პარალელურად, ადგილზე მობილიზებული არიან სპეციალური ამწეებიც, რომლის საშუალებითაც, მეხანძრეები სიმაღლიდან მუშაობენ ხანძრის ლოკალიზებაზე.


საღებავების საწყობში ცეცხლი დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე გაჩნდა. თვითმხილველების განცხადებით, ორი პირი დაკარგულია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი