ვანის მუნიციპალიტეტის სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში, შოშიტაიშვილების უბანში, ბეტონის საფარი მოეწყო.
სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.
შოშიტაიშვილების უბანში ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გიანი“-ს მიერ საავტომობილო გზის 730 მ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 84 132 ლარი დაიხარჯა, ამ ეტაპზე ხორციელდება ქვიშა-ხრეშოვანი გვერდულების მოწყობის სამუშაოები.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.