საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ბიძის, თემურ ალასანიას სახელით გამოქვეყნებულ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ქეთინო ალასანიას „ფეისბუქის“ გვერდზე არის განთავსებული. მასში აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფლორიდის ბინამ, რომელიც ამ ორიოდე წლის წინ შევიძინე ნიუ იორკში გაყიდული ბინის სანაცვლოდ“.
ალასანია ამბობს, რომ „ამ ბინით ვსარგებლობთ მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი შვილები, შვილიშვილები და, რასაკვირველია, დიდი სიხარულით ვიწვევთ ხოლმე ჩემ დას და დისშვილს, როცა მათ ჩამოსვლის საშუალება აქვთ“.
„რამოდენიმე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარს. ჩემი დამოკიდებულება ასეთ ჩანაწერების მიმართ მე რამდენჯერმე დავაფიქსირე. და ეხლა ამაზე არ შევჩერდები. როგორც სჩანს, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფლორიდის ბინამ, რომელიც ამ ორიოდე წლის წინ შევიძინე ნიუ იორკში გაყიდული ბინის სანაცვლოდ. ეს უძრავი ქონება გაფორმებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იურიდიული და ფინანსური მოთხოვნების სრული დაცვით. ამ ბინით ვსარგებლობთ მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი შვილები, შვილიშვილები და, რასაკვირველია, დიდი სიხარულით ვიწვევთ ხოლმე ჩემ დას და დისშვილს, როცა მათ ჩამოსვლის საშუალება აქვთ. მე რამდენიმე ათწლეული ვმუშაობდი საპასუხისმგებლო ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციაში და შესაბამისად მაღალი ანაზღაურება მქონდა (და მაქვს). ამიტომ შემიძლია ჩემს თავს უფლება მივცე მქონდეს ბინა იქ, სადაც მინდა. არა მგონია ეს ვინმეს საქმე იყოს. მითუმეტეს საქართველოს ხელისუფლებაში დაბუდებული ბიუჯეტის ქურდების“, აღნიშნულია თემურ ალასანიას სახელით გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.