საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.
საინაუგურაციო ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კიევში უკრაინის უმაღლეს რადას საზეიმო სხდომაზე იმყოფებოდა, რომელზეც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო.
მარიინსკის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გელა დუმბაძესთან ერთად, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებასაც დაესწრო.
უკრაინაში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.