გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა, სხვა ნაგებობებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძრის სრულად ლიკვიდაციისათვის მუშაობენ. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ზარალზე საუბარი ნაადრევია. რაც შეეხება საღებავების საწყობს, სადაც ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მეხანძრე- მაშველები მუშაობენ.
ტერიტორია სრულად დაატოვებინეს მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.