პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი პოლიტიკა და რიტორიკა „უკიდურესად შეუარცხმყოფელი და დამამცირებელია“.
ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში კვირა ღამით ჩართვისას მან თქვა, რომ მიუღებელია სააკაშვილის ნაბიჯი, რომ „არჩევნებში გამოუშვა თავისი მეუღლე“ და ასევე მოწოდება მათი მხარდამჭერებისათვის, რომ „წავიდნენ გარკვეულ დესტრუქციაზე, დაძაბვაზე“.
„რაც შეეხება ზოგადად სააკაშვილის პოლიტიკას და მის რიტორიკას, უკიდურესად შეუარცხმყოფელია და უკიდურესად დამამცირებელია, მე ასე ვიტყოდი - არა მარტო ჩვენი მოსახლეობის, არამედ თავად სწორედ მისი ამომრჩევლებისათვის. რატომ? ახლა აგიხსნით.
პირველი. ჩემთვის ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა მისი ცოლი, მისი მეუღლე გამოუშვა ამ ბრძოლაში, მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ამ ქვეყანაში, გამოიტანს შემდეგ დასკვნას, რომ ეს ადამიანი, ისე როგორც იქცეოდა რეალურად ომში, 2008 წელს, როცა მან გამოაჩინა და მთელი ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს, როგორც მხდალმა ადამიანმა, მხდალმა პოლიტიკოსმა. მან იგივე გაიმეორა ამ შემთხვევაშიც. ანუ არჩევნებში გამოუშვა თავისი მეუღლე, წარმოიდგინეთ და ახლა უფრო უარესიც. ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, თავისუფლად გადაადგილდება, საკმაოდ ფუფუნებაში ცხოვრობს და ამავდროულად მოუწოდებს თავის ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩათ, რომ წავიდნენ გარკვეულ დესტრუქციაზე, დაძაბვაზე. ეს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ეს არის სასაცილო ჩვენთვის, ვინაიდან ის დაადგა მარგინალიზაციის გზას... მე მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც იყო ჩვენი კანდიდატის ოპონენტი: დაისვენეთ და მე მას ვურჩევდი, მიხედოს თავის მეუღლეს. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.