ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 19 და 20 მაისს კახეთის რეგიონში 1600 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა.
აქტიური ზემოქმედება მიმდინარეობდა შეზღვუდვების ფონზე, რაც გამოწვეული იყო ცაში არსებული მაღალი საჰაერო ტრაფიკის გამო.
19 და 20 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე განსაკუთრებით სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა.
სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, ხოლო სეტყვის მარცვლის ზომა 20მმ აჭარბებდა.
ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, თელავის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.
გასროლილი იქნა 340 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად განადგურებისგან დაცული იქნა 180 000ჰა ფართობის სავარგულები.
ინფორმაციას ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.