საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ენზელ მკოიანმა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციის პირობებში დიალიზის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღებას ისინი ადგილზე შეძლებენ.
„მე მომმართეს ადამიანებმა, რომლებიც მიდიან ბორჯომში, 100კმ-ზე მეტ მანძილზე დაცილებულ ქალაქში, დიალიზის მისაღებად, რადგან ჩვენთან არ არის დიალიზის აპარატურა.
მე დავპირდი მათ, რომ უახლოეს მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად აუცილებლად მოვაგვარებთ ამ საკითხს და მოსახლეობას, ვისაც დიალიზის მიღების საჭიროება აქვს, შეეძლება ადგილზე ჩაიტაროს ეს პროცედურა“, განაცხადა ენზელ მკოიანმა.

დეპუტატთან ერთად, მოსახლეობასთნ გამართულ შეხვედრას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.