ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში თბილისის მერი კახა კალაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ლიდერობენ.
კვლევის შედეგებით, დავით სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხული მოქალაქეების 40%-ს აქვს, 12% აცხადებს, რომ სერგეენკოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
რესპონდენტთა 40% დადებით დამოკიდებულებას აფიქსირებს კახა კალაძის მიმართაც, 18%- კი, აცხადებს, რომ თბილისის მერის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართაც დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულ მოქალაქეთა 31%-ს აქვს.
შალვა ნათელაშვილი - 28%, სალომე ზურაბიშვილი - 28%, გრიგოლ ვაშაძე - 28%.
გიორგი გახარია - 27%, ზაალ უდუმაშვილი - 27%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.