თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სემინარი - „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიხსნა.
სემინარზე, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, მიმდინარე გამოწვევები და პერსპექტივები, უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირის დახმარებების პროგრამები და ევრო-ინტეგრაციასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
სემინარის მონაწილეებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სიტყვით მიმართეს და ევროინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე ისაუბრეს.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.