28-31 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს ორშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა.
პლენარულ სხდომათა დღის წესრიგში ასორმოცდაათზე მეტი კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხია: კანონპროექტები, სარატიფიკაციო დოკუმენტები, 2018 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ კომიტეტების ანგარიშები, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის წლიური ანგარიშები და სხვა.
პირველი მოსმენით განსახილველ საკითხთა შორისაა ფართო მოცულობის ორი საკანონმდებლო პაკეტი: „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსი“.
მომავალ სასესიო კვირას პარლამენტის წინაშე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია წარდგებიან.
ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა. ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით განისაზღვრა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები.
ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება რიგ კანონპროექტთა განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.