პარლამენტი განიხილავს ემზარ კვიციანის ინიციატივას „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
21-05-2019, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტი I მოსმენით განიხილავს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, ემზარ კვიციანის ინიციატივას - საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/293, 27.02.2019)

 

 

„კანონის პროექტის თანახმად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირისათვის სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება მისი რეგისტრაციიდან ერთი თვის შემდეგ. გარდა ამისა მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრები პირის სტატუსი არ უჩერდება უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების მიზნით მიგრირებულ სტუდენტებს. კანონის პროექტის თანახმად, შ.შ.მ პირების ერთ-ერთ მშობელს ან მეურვეს (მომვლელს) ენიშნება ფულადი დახმარება სახელმწიფო პენსიის ოთხმაგი ოდენობით. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლისათვის შრომის ანაზღაურების არანაკლებ 100 პროცენტის დანამატის მიცემას ნაცვლად 50%-ისა)“, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი