23 მაისს, დაბა მესტიაში „ევროპის დღე-2019“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია გარბენი „ევროპის დღეების თასი“, რომელიც დაიწყება 14:00 საათზე დ. მესტიის შემოსასვლელიდან, სეტის მოედნამდე; 14:00-17:00 საათმდე მოეწყობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მესტიის მუნიციპლიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შექმნილი ევროპის დღისადმი მიძღვნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენა, გამოფენის პარალელურად 15:00 საათზე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
ღონისძიების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ მოეწყობა საინფორმაციო კუთხე, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითებისა და რეალობის შესახებ ინფორმაციას, ასევე, გაიმართება გათამაშებები და გამარჯვებულები სიმბოლურ პრიზებს მიიღებენ.
მოეწყობა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო კუთხე და რეგიონის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა.
ღონისძიების დასასრულს, გარბენსა და ნახატების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან.
ევროპის დღეების მიზანია, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.
ღონისძიება, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.