გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და მერიის სამსახურების თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქციის ფარგლებში, თანამშრომლებთან ერთად, სისხლი საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა და საკრებულოს წევრებმა გაიღეს.
სისხლის დონაციის აქცია ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის გადასხმის სადგურის ინიციატივით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით მოეწყო.
მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გასულ წელსაც მოეწყო და მასში მონაწილეობა თითქმის ყველა თანამშრომელმა მიიღო.
ინფორმაციას გარდაბნის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.