აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
21-05-2019, 19:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშხაბადში საქართველოს და თურქმენეთს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.



„მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობებს და დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებული პრაქტიკა.

 


კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედებების მაღალი დონე.

 

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას.

 


თურქმენეთის მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

 


21 მაისს, ასევე გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა მრეწველობის და კავშირგაბმულობის სამინისტროში, რომელიც კურირებს თურქმენეთის საავიაციო, სატრანსპორტო და სარკინიგზო დარგებს.



ქართული დელეგაციის ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება", ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი