„საზოგადოებამ მოისმინა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ საუბრობს სააკაშვილის ბიძა მიხეილ სააკაშვილის მრავალმილიონიან სახლზე, რომელიც ფლორიდაში აქვს და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ადამიანი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
მისი თქმით, ამით შესაბამისი უნდა დაინტერესდეს, როგორც საქართველოს პროკურატურა, ასევე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოები.
„ვფიქრობ, ეს ძალიან მტკიცე, მყარი საფუძველია იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია და ამ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლების პოზიციას არ წარმოვადგენ“, განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ ასევე მოისმინა აღიარება მიხეილ სააკაშვილის ბიძის მხრიდან და მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ ამ ადამიანების საქმიანობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ისინი მოპარული ფულის ასე ვთქვათ, ლეგალიზებას ახდენენ მთელ მსოფლიოში. ეს ძალიან სერიოზული დანაშაულია. აქედან გამომდინარე, ძალიან სასაცილო და შეიძლება ითქვას, უკიდურესად შეურაცხმყოფელია მიხეილ სააკაშვილის ის კონცერტები, რომელსაც ჩვენს ემიგრანტებთან შეხვედრების დროს მართავს და მათგან მიზერულ თანხებს ითხოვს. წარმოიდგინეთ, რამდენად ყალბი ადამიანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.