ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში 30 ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს, მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანია. საავადმყოფოში მასობრივი მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ზუსტ მიზეზს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.
როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, ამ მომენტში კლინიკაშ 30 პაციენტია მოთავსებული, რომლებსაც საერთო ჩივილები აღენიშნებოდათ - ღებინება, სისუსტე, თავბრუსხვევა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალია. პირად საუბარში ექიმები წყლით მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ. ანალიზის პასუხები კი ცნობილი რამდენიმე საათში გახდება, რითაც მოწამვლის რეალური მიზეზი დადგინდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.