კახა კალაძე: მინდა, აღსაზრდელების მშობლებს სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს
22-05-2019, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად ვუთხრა აღსაზრდელების მშობლებს, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომელიმე მათგანთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება, მანამდე კი კვებით მომარაგებას თავად საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ.



„ორი დღის წინ ჩვენ გავწყვიტეთ ხელშეკრულება კომპანია „ნილთან“, რომელიც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა. ამ კომპანიასთან არაერთხელ გქონდა კომუნიკაცია. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „ნილი“ ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, რაც დავალებული ჰქონდა, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ ბაღებისთვის საკვების მოწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, ბოლოს რამდენიმე შეხვედრაც გავმართეთ. ჩვენი მხრიდან იყო მიმართვა, რომ დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის, ძალიან სწრაფად გამოესწორებინათ, თუმცა კომპანიამ ეს ვერ შეძლო და ხელშეკრულება გავუწყვიტეთ. ამის მიუხედავად, მინდა, სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად ვუთხრა აღსაზრდელების მშობლებს, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. დღეს კვებით მომარაგებას უზრუნველყოფენ თვითონ ბაღები. დაჩქარებული წესით გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან, ვფიქრობ, რამდენიმე დღეში შევძლებთ ხელშეკრულების გაფორმებას და ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგება ჩვეულებრივ, შერჩეული კომპანიის მიერ გაგრძელდება“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, თბილისის ბაგა-ბაღებში კვების რაციონის შემუშავებაზე მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა და ის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე შედგა.

 

 

„შემიძლია ვთქვა, რომ საკვების კალორაჟი საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული. მინდა, მშობლებს ვუთხრა, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის და არც სამომავალოდ იქნება. ჩვენთვის ბავშვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი ჯანსაღი კვება პრიორიტეტია“, აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი