ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მატარებლები წყალდიდობის შედეგად დატბორილ ხიდზე გადადიოდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, ათობით ადამიანი დაშავდა. 300 ადამიანის ევაკუაცია კი დროულად მოახერხეს. ჯერ უცნობია ზუსტად რამდენი მგზავრი გადაჰყავდა მატარებლებს.
ინდოეთში სულ 12 000 სამგზავრო მატარებელი ფუნქციონირებს, რომლითაც დღეში 23 მილიონი მგზავრი გადაჰყავთ. თუმცა, უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო ხშირია სარკინიგზო შემთხვევები. მაგალითად, რამდენიმე თვის წინათ უტარ-პრადეშის შტატში მომხდარ ავარიას 34 ადამიანი შეეწირა.


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.