საქართველოს ოჯახების 74% ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს - აბონენტების რაოდენობა 2019 წლის 1 კვარტალში გაიზარდა
22-05-2019, 12:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელიც ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს. 2019 წლის პირველ კვარტალში ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურეობების პენეტრაცია 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და ჯამში 74%-ი შეადგინა.

 


გაზრდილია მობილური კომპანიების ჯამური შემოსავალი და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავლების ზრდამ 3% შეადგინა, რაც იურიდიული პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავლის 12%-იანმა ზრდამ განაპირობა. შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა, როგორც მობილურ ხმოვან, ასევე მობილურ ინტერნეტ მომსახურებაზეც.

 


ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 80 ათასით მეტმა აბონენტმა მიიღო. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების ჯამური შემოსავალი 16%-ით გაიზარდა. ჯამური შემოსავლების 30% კი იურიდიული პირი აბონენტებისგანაა მიღებული.

 


იზრდება მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო შემოსავალიც. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის შემოსავალი 20%-ით გაიზარდა და 26.8 მლნ ლარს შეადგინა. აბონენტების რაოდენობა კი 13% -ით და 709 ათასი გახდა.

 


რაც შეეხება IPTV ტექნოლოგიას, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით IPTV ტექნოლოგიის საცალო შემოსავალი 35%-ით, ხოლო აბონენტების რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.

 

 

ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი