სამგორის რაიონში მდებარე სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
კახა კალაძის თქმით, დასახლებაში დაახლოებით 1700 ოჯახი ცხოვრობს, რომლისთვისაც აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება პრიორიტეტული იყო.
„არანაირი გზა, სანიაღვრე სისტემა, გარე განათება არ არის ამ დასახლებაში. მოსახლეობა ძალიან აქტიურობდა. აქტიური კომუნიკაცია იყო ჩვენთან, პირადად მეც მწერდნენ და ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. „ბლექსი ჯგუფი“ მუშაობს, 4 თვის ვადაში მთლიანად დასრულდება სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, სკვერი, სპორტული მოედანი, გარე განათებები, ყველაფერი, რაც სჭირდება უბანს, იქნება მოწესრიგებული“, განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტი, საერთო ჯამში, 35 000 მ2 ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს. ასევე, კორპუსების მიმდებარედ ავტოსადგომები მოეწყობა. პროექტისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 405 405 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს ადგილზე ასევე გაეცნენ თბილისის მერიის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გალაქტიონ ბუაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი შოთა ხაბარელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.