ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სასმელი წყლის სათავე ნაგებობასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები შეუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭალასა და ცხმორის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ფსორშიც ხორციელდება.
სოფელ ფსორში წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები, ხოლო სოფელ ჭალაში ცხომის სალოცავამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.