ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავჯდომარე შუქურა ჯაფარიძე.
თათბირზე მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ანგარიში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების მიმდინარეობის და შესრულების ხარისხის შესახებ.
ყურადღება გამახვილდა პროექტების შესრულების პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებსა და შემაფერხებელ გარემოებებზე, რომლებზედაც შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოხდება მყისიერი რეაგირება.
მერმა წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა კოორდინირებული მუშაობისკენ, რათა ნებისმიერი პრობლემური საკითხი მოქალაქეების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით იქნას გადაწყვეტილი.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.