თბილისის მერია ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას პირდება. გუშინდელ ტრაგიკულ შემთხვევას თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.
"ყველამ ვნახეთ გუშინდელი უბედური შემთხვევის ამსახველი კადრები. ჩვენდა სამწუხაროდ შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ხანძარს ორი ჩვენი თანამოქალაქე ემსხვერპლა. მინდა, მათ ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თბილისის მერია ამ ოჯახებს გვერდით დაუდგება და შესაბამისი მოსმსახურება, საჭიროებები ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, გუდაუთის ქუჩაზე ხანძარს გუშინ ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა. ხანძარი საღებავების საწყობში გაჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.