საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და 2 წლის შემდეგ ჩამოერთვა, უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის მოქალაქეობის აღდგენა სთხოვა.
„ყველა იუსრისტი ადასტურებს, რომ ჩემთვის უკრაინული მოქალაქეობის შეწყვეტა უკანონოა, ვინაიდან უკრაინის კონსტიტუციის თანახმად არ შეიძლება უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტა, ხოლო საერთაშორისო ნორმების მიხედვით დაუშვებელია ადამიანის საერთოდ მოქალაქეობის გარეშე დატოვება“, ნათქვამია ადვოკატ რუსლან ჩერნოლუცკისთვის 22 მაისს გადაცემულ სააკაშვილის წერილში.
„ზელენსკის სახელზე შევიტანე სააკაშვილის მიმართვა, რათა მან აღადგინოს სამართლიანობა და დაუბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა“, აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი.
სააკაშვილის წერილში ასევე ნათქვამია: „მე არ მჭირდება თანამდებობები და პრეფერენციები, მაგრამ თქვენ როგორც კონსტიტუციის გარანტორს, გაქვთ საშუალება, დაიცვათ ჩემი უფლებები და აღადგინოთ სამართლიანობა.და თუკი თქვენ გაგაჩნიათ ეჭვები ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების მართებულობასთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ მისცეთ დავალება სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელს, რომ მე გამაჩნია უფლება უკრაინაში შემოსვლის, რომ თავად დავიცვა ჩემი უფლებები სასამართლოში“.
2018 წლის თებერვალში, მაშინდელ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან მწვავედ დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს. მას უკრაინაში ჩასვლა 2021 წლამდე აუკრძალეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.