მარკეტინგული პოლიტიკის ინსტრუმენტი - „ჭის მოწამვლა“
23-05-2019, 08:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქტიურად გამოიყენება, როგორც ღია ცილისწამების ტექნიკა, ისე უხილავი ხელის პრინციპით მოქმედი დისკრედიტაციის მარკეტინგული პოლიტიკური ინსტრუმენტები. ასეთ ინსტრუმენტებს შორის გავრცელებულია „ჭის მოწამვლის“ ტექნიკა, რომელიც არის ცილისწამების ეფექტიანი ინსტრუმენტი. აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით მიიღწევა სამიზნე პირის დისკრედიტირება, რეპუტაციის შებღალვა და მასზე ნეგატიური აზრის შექმნა საზოგადოებაში.

 


ცილისწამების სისტემა ჩაშენებულია პოლიტიკურ კონტექსტში და მისი „ეფექტიანობა“ პირდაპირ კავშირშია ქვეყნის პოლიტიკურ ჯანმრთელობასთან. შესაბამისად, „ჭის/წყაროს მოწამვლა“ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოლიტიკის „ბიოლოგიურად“ დაბინძურების ინსტრუმენტი, ისე ტაქტიკური პოლიტიკური იარაღი.

 


ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ „ჭის მოწამვლა“ რეპუტაციის დანგრევის ეფექტიანი ტექნიკაა, რომელიც წვეთ-წვეთობით და თანამიმდევრული ნეგატიური სისტემის შექმნით პოლიტიკურად ანადგურებს სამიზნე პირს.

 


პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ველზე, დისკრედიტაციის სამიზნეს წარმოადგენენ მხოლოდ ის პირები, რომელსაც ბევრი აქვთ დასაკარგი.

 


აღსანიშნია, რომ დისკრედიტაციის პროცესი ხორციელდება, როგორც ვერბალური ისე არავერბალური საშუალებების გამოყენებით. გამოყენების ფორმების შერჩევას განაპირობებს შემსრულებლის ასაკი, უნარი და პიროვნული რესურსი.

 


როგორც წესი, დისკრედიტაცია ხორციელდება ფარულად და შენიღბულად, ადეკვატური და არგუმენტირებული პასუხის გაცემის შესაძლებლობის გარეშე. შესაბამისად, ცილისწამების აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებისას:

 


 სამიზნე პირი ადვილად ვერ ხვდება ცილისწამების ორგანიზებულ კამპანიას. მანამ სანამ კამპანია მიზანს არ მიაღწევს და პირის რეპუტაცია არ დაეცემა, აღნიშნული სისტემის შეცნობა რთულია. კამპანიის განმავლობაში, შენიღბული აქტივობა ძირითადად უპასუხოდ რჩება;

 


 ცილისწამების კამპანიაში ჩართული პირები ინფორმირებული არ არიან კამპანიის ძირითადი მისიის შესახებ. შესაბამისად, მიღებულ შედეგებზე ვერ გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას ქვეყნის, ოჯახისა და ღმერთის წინაშე;

 


 ანონიმურობა გარანტირებული არასდროსაა. ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენების კამპანიის სრულ ანონიმურობას ვერ უზრუნველყოფს შემსრულებლები. აღნიშნულის მიზეზია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და მომავალში ძალაუფლების ცვლილებების შიში;

 


აღსანიშნია, რომ პოლიტიკური ტექნოლოგიებიდან აქტიურად იყენებენ შემოსავლის წყაროების გადაკეტვის მიდგომებს. როცა პირს შემოსავალი აღარ აქვს, ავტომატურად „ირთვება“ თვითდისკრედიტირების პროცესი.

 


სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ცილისწამებლური კამპანია ერთგვარი გენოციდია, რომლის შედეგია: პერსონალური ამბიციების დაკმაყოფილება სხვა პირის მორალური განადგურებით. ასევე, საკადრო გარემოს მართვა, პერსონალური პოლიტიკის შექმნით. ამასთან, გააჩნია „სამამულო დანიშნულება“ და როგორ წესი არ გამოიყენება გარე ძალების მიერ. მართალია შედეგი არის ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების კონტროლის მიღწევა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პროცესები მიზეზშედეგობრივ კავშირშია დარგისა და ქვეყნის სტრატეგიულ დამუხრუჭებასთან.

 

 

„ჭის მოწამვლის“ ტექნიკას აქვს ორმაგი ტენდენცია: სამიზნე პირი ან ნადგურდება, ან აღზევდება. სამიზნე პირი, რომელიც აანალიზებს საზოგადოების პულსისა და განწყობის ცვლილებაზე გავლენის მომხდენ ფაქტორებს, ასევე აკადემიურად აფასებს წვეთ-წვეთობის სისტემას. რაც ნეგატიური პოლიტიკის ნეიტრალიზების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, წინასწარ რთულია განსაზღვრო, დისკრედიტაციის კამპანია განვითარების რომელ ვექტორს მიიღებს.

 

 

საპირისპირი შედეგის მიღების შემთხვევაში სამიზნე პირი შეიძლება აღზევდეს. მისმა სოციალურმა კაპიტალმა და რეპუტაციამ ფართო პოლიტიკური სინათლე იხილოს. ფაქტო¬ლოგია ადასტურებს, რომ სამიზნე ფიგურა შეიძლება პოლიტიკურ ლიდერადაც ჩამოყალიბდეს.

 


მიუხედავად იმისა, რომ ცილისწამების სისტემა კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული და კომპლექსურია, შედეგების გათვლა მაინც შეუძლებელია. ამასთან, პროცესისათვის დამახასიათებელია მოვლენების განვითარების შემდეგი სცენარი:

 


 შიშისა და დომინოს პრინციპის მოქმედება, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს. რაც ძირითადად ფორმირდება გაუთვალისწინებელი ფაქტორებისა და ძალების ფონზე;

 


 სტერეოტიპის ჩამოყალიბება - ვინ იქნება შემდეგი? რაც ნებისმიერი კამპანიის თანმდევი პროცესია. ამიტომ, ზოგჯერ დისკრედიტირების პროცესით პირი ხდება „ბუფერი“, ხოლო პროცესი - საინტერესო ისტორია;

 


 ნებისმიერი სამიზნე პირი მსხვერპლი არ არის, რადგან ნებისმიერი პირის რეპუტაციის დაზიანება არ ხერხდება. ცილისწამების სამიზნე პირი, რომელიც ფლობს მაღალ სოციალურ კაპიტალსა და რეპუტაციას, დისკრედიტირებას თავიდან იცილებს. თუმცა, ამ შემთხვევაში აპრობირებულია ირიბი კამპანიის წარმოება. მაგალითად, ადამიანის მიღწევების მიჩუმათება, გაუბრალოება ან „ამბიციურ“ პერსონად წარმოდგენა;

 


პრაქტიკულად, პირის დისკრედიტირების უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. ყველაფერს განაპირობებს დამკვეთის რესურსი, პოტენციალი და დასახული მიზანი. ასევე, მარკეტინგის გამოყენების დრო და სივრცე. თუმცა, თუ საზოგადოება გადაწყვეტს, რომ პირი არ იმსახურებს ცილისწამებას, ცილისწამება მიზანს ვერასდროს მიაღწევს.

 


კვლევები ადასტურებს, რომ „პოლიტიკურ წყაროებს“ ფუნდამენტური ფასეულობა გააჩნია განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გარდაქმნასა და განახლებაში. თუმცა, მისი „დაბინძურებით“ უფრო მორალური კანონები ირღვევა, ვიდრე სამართლებრივი.

 

 

არსებითია აღინიშნოს, რომ პოლიტიკური „წყაროების დაბინძურების“ პროცესი თუ უსასრულოდ გრძელდება, მაშინ ორივე მხარე ზიანდება ურთიერთჩაძირვის პროცესის აქტივიზაციით. ჯამში, შედეგები სავალალოა, როგორც ჩართული მხარეებისათვის, ისე საზოგადოებისა და ქვეყნისათვის.
საკითხის შეჯამების საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენების სიძლიერე იზომება არა წარმოებული დისკრედიტაციის მარკეტინგული კამპანიებით, არამედ მოპოვებული მოკავშირეებითა და კომუნიკაციის ეფექტიანობით.

 

 

რატი აბულაძე

 

ეკონომიკის დოქტორი,


ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემიის დამფუძნებელი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი