საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
23-05-2019, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლატვიის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, ირაკლი სესიაშვილის, სიმონ ნოზაძის, ირაკლი აბესაძის და გიორგი ლომიას შემადგენლობით, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, არტის პაბრიკს შეხვდა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძელ მხარეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ ქართული მხარის მიერ ლატვიის თავდაცვის უწყების გამოცდილების გაცნობა და სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და თავდაცვის სისტემის შემდგომი რეფორმირების პროცესს.

 

 

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მხარდაჭერისთვის და ქვეყნებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს ესტუმრა და ცენტრის დირექტორთან, იანის სარტსთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მხარეებმა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ცენტრთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი